Сообщения

ტრენინგის IX დღე    დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ – ის ინტეგრირება", გავიარეთ რვა მოდული.       დღეს გავიარეთ მე – 8 მოდული, გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, გავაკეთეთ ერთმანეთის პლოგებზე კომენტარები    ძალიან მაინტერესებდა პროექტებით სწავლების ტრენინგის გავლა, მქონდა დიდი მოლოდინები, რომელიც გამიმართლდა. მომეწონა ელექტრონული წიგნი და მასზე მუშაობა, ჩანიშვნები, მონიშვნები, კომენტარის გაკეთება, გავიგე რა არის ჩეკლისტი.       ძალიან მინდოდა ჩემი ბლოგის შექმნა, ახლა კი ტრენერმა ისე მარტივად და გასაგებად გვასწავლა, რომ აუცილებლად შვქმნი .ვისწავლე ბროშურის დამზადება, ვისაუბრეთ სიახლეზე ბლუმის ტაქსონომიაში, 21 – ე საუკუნის სიტყვებზე და უნარ – ჩვევებზე, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.       განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა სახის შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე ,  გამოვყოფდი თვითშეფასების , დიფერენცირებული სწავლების და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკებს . ვიმსჯელეთ ფასილიტაც
ტრენინგის VIII დღე  დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეებში სწავლის დროს ინდივიდუალურ განსხვავებებზე. დავახასიათეთ ვიზუალისტი, აუდიალი და კინესთეტიკური ბავშვები, ამოვხსენით ტესტი, ვისაუბრეთ: გარნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, ლინგვისტური, ლოგიკური, ვიზუალური, მუსიკალური, კინესთეტიკური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, ნატურალისტი ბავშვების შესახებ, ადამიანის ტვინის ჰემისფეროებზე. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლება, ვისაუბრეთ სსსმ, არაქართველ და ნიჭიერ ბავშვებზე. ძალიან მომეწონა Snipping Tool პროგრამა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, ვისწავლეთ საპრეზენტაციო რეჟიმში ფაილის ატვირთვა ბლოგზე მადლობა დიანას საინტერესო დღისათვის
ტრენინგის VII დღე დღეს განვიხილეთ 6 და 7 მოდული – მოსწავლეთა პროექტების შეფასება –  საკმაოდ ვრცელი, რთული და აუცილებელი ყველა მასწავლებლისათვის. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა სახის შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე,  გამოვყოფდი თვითშეფასების, დიფერენცირებული სწავლების და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკებს. ვიმსჯელეთ ფასილიტაციის და ფასილიტატორის დანიშნულების შესახებ. განვიხილეთ ფასილიტატორის მიერ შექმნილი დამატებითი ფორმები. განხილულ ფორმებსა და რუბრიკებს გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში მადლობა დიანა საინტერესო დღისათვის
ტრენინგის VI დღე დღეს ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, დავწერეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე,  ვისწავლეთ უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, უკუკავშირის მიცემის წესები და სახეები, საოფისე პროგრამაში კომენტარის გაკეთება და წაშლა. PoverPoint - ში სლაიდებზე Text Box - ის გამოყენება, გავაკეთეთ პროექტის მოსამზადებელი პრეზენტაცია, რომელსაც სასწავლო პროექტის დამხმარეში ვინახავთ.გავეცანით და ვიმსჯელეთ მოსწავლის ნიმუშებზე    საკმაოდ პროდუქტიული დღე გამოვიდა                              მადლობა დიანას
ტრენინგის V დღე დღევანდელ დღეს გავეცანით ერთმანეთის გეგმებს, მივეცით შესაბამისი უკუკავშირი, გავეცანით ინტერნეტის სწორად გამოყენების წესებს, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ, ამოვხსენით ტესტ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ონლაინ საკომუნიკაციო რესურსის შედარების შესახებ.  მადლობა დიანას საინტერესო დღისათვის
ტრენინგის IV დღე დღევანდელი დღე დატვირთული იყო მასწავლებლისათვის  აუცილებელი, მაგრამ  საკმაოდ  რთული და საპასუხისმგებლო საკითხით – შეფასება. გავიგე, რომ პროექტი ფასდება როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, განმავითარებელი შეფასება ფასდება  შემდეგი ოთხი სტრატეგიით:  მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების ,  წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი ,  პროგრესის მონიტორინგის  და  გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის , ხოლო განმსაზღვრელი ფასდება   გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები თ. ასეთი ვრცელი საკითხი ტრენერმა გადმოგვცა საკმაოდ საინტერესოდ და გასაგებად, დავათვალიერეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი, ვნახეთ სხვა მასწავლებლების ბლოგები, ვისწავლეთ ფონის შეცვლა და ბლოგზე სურათის ატვირთვა. მადლობა დიანა ასეთი საინტერესო დღისათვის
Изображение
ტრენინგის III დღე დღევანდელი დღე დატვირთული იყო სიახლეებით, დავიწყეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვა, როგორ შევუსაბამოთ პროექტს სტანდარტი, როგორ შევარჩიოთ მიზნები სტანდარტთან შესაბამისობაში, ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანჟო შეკითხვებზე, შერჩეული მქონდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, მაგრამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე შემეცვალა. ვიმსჯელეთ ბლუმის ტაქსონომიის ახალ ვერსიაზე და 21 – ე საუკუნის სიტყვებზე. მადლობა დიანას საინტერესო დღისათვის