ტრენინგის IX დღე
   დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ – ის ინტეგრირება", გავიარეთ რვა მოდული.
     დღეს გავიარეთ მე – 8 მოდული, გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, გავაკეთეთ ერთმანეთის პლოგებზე კომენტარები
   ძალიან მაინტერესებდა პროექტებით სწავლების ტრენინგის გავლა, მქონდა დიდი მოლოდინები, რომელიც გამიმართლდა. მომეწონა ელექტრონული წიგნი და მასზე მუშაობა, ჩანიშვნები, მონიშვნები, კომენტარის გაკეთება, გავიგე რა არის ჩეკლისტი.  
    ძალიან მინდოდა ჩემი ბლოგის შექმნა, ახლა კი ტრენერმა ისე მარტივად და გასაგებად გვასწავლა, რომ აუცილებლად შვქმნი .ვისწავლე ბროშურის დამზადება,
ვისაუბრეთ სიახლეზე ბლუმის ტაქსონომიაში, 21 – ე საუკუნის სიტყვებზე და უნარ – ჩვევებზე, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
      განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა სახის შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზეგამოვყოფდი თვითშეფასების, დიფერენცირებული სწავლების და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკებს. ვიმსჯელეთ ფასილიტაციის და ფასილიტატორის დანიშნულების შესახებ.
განვიხილეთ ფასილიტატორის მიერ შექმნილი დამატებითი ფორმები.
       დავათვალიერეთ ესგ – პორტალი, ვნახეთ სხვადასხვა საგნის სტანდარტები. საინტერესო იყო ბლოგზე სურათის ატვირთვა.
გავეცანით ერთმანეთის გეგმებს, მივეცით შესაბამისი უკუკავშირი, გავეცანით ინტერნეტის სწორად გამოყენების წესებს, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.
     ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, დავწერეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე,  ვისწავლეთ უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, უკუკავშირის მიცემის წესები და სახეები, საოფისე პროგრამაში კომენტარის გაკეთება და წაშლა.
       ვიმსჯელეთ გარნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, ბავშვებში ინდივიდუალურ განსხვავებებზე, არაქართულენოვან, სსსმ და ნიჭიერ ბავშვებზე.     
        განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრაქტიკული საკითხები:  PoverPoint - ში სლაიდებზე Text Box - ის გამოყენება, Snipping Tool პროგრამა, ბროშურის, სურათების, პრეზენტაციის, საქაღალდის  და ბმულის ატვირთვა ბლოგზე.
        ვფიქრობ რომ ტრენინგის კურსმა ჩაიარა ჩემთვის სასარგებლოდ,
ნამდვილად ბევრი რამ შევისწავლე, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, იმედი მაქვს ნასწავლს გამოვიყენებ  ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.  

        მადლობა ჩვენს ტრენერს დიანას ასეთი საინტერესო დაპროდუქტიული ტრენინგისათვის

Комментарии

Популярные сообщения из этого блога