ტრენინგის I დღე
დღეს ძალიან აქტუალურია პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, ამის გამო დიდი მოლოდინები მაქვს ამ ტრენინგის მიმართ. დღევანდელი დღე დასაწყისისთვის ძალიან პროდუქციული აღმოჩნდა. ტრენერმა საინტერესოდ და გასაგებად მოგვაწოდა სიახლეები. ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნი და მასზე მუშაობა: ჩანიშვნა, კომენტარი, მონიშვნა. გავიგე რა არის ნავიგაცია, ჩეკლისტი. მომეწონა საქაღალდეების სტრუქტურა. ვნახეთ ვიდეოფილმი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვები დიდი ხალისით მუშაობენ პროექტზე. დიდი სურვილი მაქვს ჩემს მოსწავლეებში მოვახდინო ისეთი გამოწვევები, რომ დავაინტერესო, რათა მათ შექმნან საინტერესო პროექტები
Комментарии
Отправить комментарий