Сообщения

Изображение
ტრენინგის II დღე დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, ბლოგზე შეტყობინების გაგზავნა, თუმცა მე ბლოგი შექმნილი მქონდა იმ პერიოდში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელი არ მიმიწვდებოდა და ამის გამო დავიწყებული მქონდა მასში მუშაობა, მეჩვენებოდა ძალიან ბრთულად,  დღესკი  ყველაფერი მარტივად შევისწავლე. დავასრულეთ პირველი მოდული, შევისწავლეთ პროექტის შესაქმნელად გასავლელი ეტაპები. ვისწავლეთ ბროშურა, ფლაერი. მადლობა ტრენერს საინტერესო დღისათვის.                                                              
Изображение
ტრენინგის I დღე დღეს ძალიან აქტუალურია პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, ამის გამო დიდი მოლოდინები მაქვს ამ ტრენინგის მიმართ. დღევანდელი დღე დასაწყისისთვის ძალიან პროდუქციული აღმოჩნდა. ტრენერმა საინტერესოდ და გასაგებად მოგვაწოდა სიახლეები.  ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნი და მასზე მუშაობა: ჩანიშვნა, კომენტარი, მონიშვნა. გავიგე რა არის ნავიგაცია, ჩეკლისტი. მომეწონა საქაღალდეების სტრუქტურა. ვნახეთ ვიდეოფილმი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვები დიდი ხალისით მუშაობენ პროექტზე. დიდი სურვილი მაქვს ჩემს მოსწავლეებში მოვახდინო ისეთი გამოწვევები, რომ დავაინტერესო, რათა მათ შექმნან საინტერესო პროექტები